ახალი ამბები

პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

21 ნოემბერი, 2014 •
პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 121  პირი.
 
 
ამათგან 93 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 28 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება. შეწყალებულთაგან 3 ქალია და 3 არასრულწლოვანი, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
 

„კომისიამ, რომელიც 14 და 15 ნოემბერს მუშაობდა, 752 მსჯავრდებულის საქმე განიხილა, რომელთაგან 350 საქმე არსებითად იყო განხილული, ხოლო სხვა საქმეები არ აკმაყოფილებდა არსებითი განხილვისთვის საკმარის კრიტერიუმებს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

 

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE
საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი