ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ახალი შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობენ

20 ნოემბერი, 2014 • • 1211
რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ახალი შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობენ

მისი თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.

 

“კოლეგებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ვამუშავებთ ახალ კომპლექსურ საინტეგრაციო შეთანხმების პროექტს. ის ამჟამინდელი შეთანხმებისგან არსებითად განხსვავებული იქნება, რამდენადაც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს არსებითად ახალ დონეზე აიყვანს, პირველ რიგში, სამხედრო სფეროში,”- აცხადებს ბორი ჩოჩიევი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იტარ-ტასთან საუბარში. 

 

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთითვის უსაფრთხოების თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ახალი დოკუმენტის ხელმოწერა კი ამის უზრუნველყოფას შეძლებს. 

 

მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ამჟამადაც მოქმედებს მხარეებს შორის 2008 წლის სექტემბერში, მოსკოვში მოეწერა ხელი. 


ბორის ჩოჩიევი; ფოტო: სააგენტო რეს -ი
ბორის ჩოჩიევი; ფოტო: სააგენტო რეს -ი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი