ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჯიოევი: ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები “ზვიადიზმის” რეციდივად შეიძლება შეფასდეს

19 ნოემბერი, 2014 • • 1101
ჯიოევი: ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები “ზვიადიზმის” რეციდივად შეიძლება შეფასდეს

მისი თქმით, საქართველო-ოსეთის ურთიერთობები, სერიოზული ექსცესების მიუხედავად, კვლავ რთულია. 

“საქართველოს ხელისუფლება ჯერ არ აწერს ხელს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც სერიოზული საერთაშორისო გარანტია იქნებოდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ამავე დროს, ის განცხადებები, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების მიერ კეთდება ბოლო დროს, არ შეიძლება სიფრთხილეს არ იწვევდეს ჩვენში. კონკრეტულად იმ განცხადებებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ შეიძლება დამოუკიდებელი სახელმწიფოები არსებობდეს, ჩვენ ვაფასებთ, როგორც “ზვიადიზმის” რეციდივს,”- განაცხადა ჯიოევმა. 

 

ჯიოევის თქმით, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე მთავარ ამოცანად “საქართველოს აგრესიული ნაბიჯების განმეორების შემთხვევაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რჩება.” 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი