ახალი ამბებირეკლამა

Wendy’s უკვე ვოლტზეა!

31 მაისი, 2019 • 2363
Wendy’s უკვე ვოლტზეა!

ვოლტს Wendy’s რესტორნები დაემატა ვენდის პიცასთან და Wendy’s Cafe-სთან ერთად. ვოლტის მომხმარებლები მისი საყვარელი ბურგერების, პიცის და ტკბილეულის გამოძახებას ახლა უკვე Wendy’s-ის თბილისის და ბათუმის რესტორნებიდან შეძლებენ. რაც ყველაზე მთავარია, Wendy’s რესტორნებიდან ვოლტით მიტანის სერვისი უფასო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ვოლტში Wendy’s თბილისის ექვსი ფილიალია წარმოდგენილი, რაც მას ქალაქის პრაქტიკულად ყველა უბანში ხელმისაწვდომს ხდის. ესენია: რუსთაველის, ვაკის, საბურთალოს, დოლიძის, დიღმის და ისთ ფოინთის ფილიალები. ბათუმში კი ტბელ აბუსერიძის ფილიალიდან იქნება შესაძლებელი შეკვეთა.

„ვენდის“ ბურგერების და პიცის შეკვეთა, მომხმარებლებს ვოლტის აპლიკაციითა და ვებ-გვერდის მეშვეობით შეუძლიათ – wolt.com

ვოლტი საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. დღეს, ვოლტის სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 15 ქვეყანასა და 45-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, საქართველოში კი – თბილისი და ბათუმი. 

საქართველოში ვოლტი 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, ვოლტის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 300-მდე რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი