ახალი ამბები

გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრა დატოვა

19 ნოემბერი, 2014 •
გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრა დატოვა

“ჩვენ გვქონდა  სხდომის წინა კონსულტაციები, იმ მიზეზები გამო, რაც მე წინასწარ დავასახელე, მე არ ვთვლი შესაძლებლად ჩემს მონაწილეობას დღევანდელ სხდომაში. ჩვენ შევთანხმდით შემდგომი მუშაობის პრინციპებზე, თუ ეს პრინციპები იქნება დაცული, მაშინ ნდობის ჯგუფი შედგება და მე, ბუნებრივია, გავაგრძელებ მასში მონაწილეობას. სხვა შემთხვეაში აზრი არ ექნება და მე მოვითხოვ გადამიყვანონ იმ მთავარ ნდობის ჯგუფში, საიდანაც იღებს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილი”–განაცხადა თარგმაძემ შეხვედრის დატოვების შემდეგ. 

 

ნდობის ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს  მასალებს განიხილავს, რომელიც ჯგუფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაწოდა. გარდა თავდაცვის სამინისტროს მასალისა, ნდობის ჯგუფმა მოითხვა შს სამინისტროს ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული და ასევე სახელმწიფო სპეციალური დაცვის ფინანსური მასალები. გივი თარგამაძემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომ ნდობის ჯგუფის მუშაობის პრინციპები არ სრულდება;

 

“რატომ დაიწყო ნდობის ჯგუფმა ფუნქციონირება კაბელების საკითხის შემდეგ, რატომ დაიწყო ფუნქცინირება უკაუღმა და რატომ ვისმენთ დღეს იმ მასალებს, იმ დროს, როცა ეს პროკურატურას და აუდიტს მოუნდა და არა ისე, როგორც ეს უნდა იყოს. რატომ არ არის მასალები, რომელიც გამოთხოვილ იქნა უწყებებიდან? რატომ არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ მასალების ანალიზი და შემდეგ ჩვენი დასკვნების საფუძველზე არ უნდა მივმართოთ აუდიტს და პროკურატურას და რატომ ხდება ეს პირიქით? ამ შემთხვევაში რა არის საერთოდ ნდობის ჯგუფის ფუნქცია, როცა აუდიტს მასალები უკვე გადაგზავნილი აქვს პროკუურატურაში, ჩვენ რა უნდა ვნახოთ”, – ამბობს გივი თარგამაძე.

 

13 ნოემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შესყიდვების შესახებ მომზადებული დასკვნა პროკურატურას გადაუგზავნა, ხოლო პარლამენტის “ნდობის ჯგუფს” შესაბამის დოკუმენტაციას რამდენიმე დღეში მიაწოდეს, 

 

აუდიტის სახელმწიფო სამსახური არის მეორე უწყება პროკურატურის შემდეგ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სექტორში არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ “რუსთავი2″–თან საუბარში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა პროკურატურას უკვე გადაეგზავნა, თუმცა დასკვნა არ ეხება ე.წ კაბელების და ჯარისკეცების მოწამვლის საქმეებს და აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მასალებში მხოლოდ ერთი საქმე უკავშირდება ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი