ნორლანდი იმედოვნებს, რომ საქართველო ფარული მოსმენების რეგულირების ოპტიმალურ მოდელს გამოძებნის:
“მოსმენების თემა ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანია. ამაზე საჯარო დებატები იმართება. პოსტსაბჭოთა გამოცდილების გათვალისიწნებით, ეს თემა საქართველოშიც აქტუალურია. ყველა ქვეყანას საკუთარი მოდელი აქვს, რომელიც მისთვის არის სასარგებლო. მნიშვნელოვანია არა ის წყარო, საიდანაც დაკვირვება ხორციელდება, არამედ ის, თუ რადმენად დამოუკიდებელია დამცავი საშუალებები. აშშ-ში მოქმედი პრაქტიკით გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი მოსამართლე იღებს მოსმენის ნებართვის გაცემაზე. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა გამოიმუშავებს ისეთ მოდელს, რომელიც მისთვის იქნება სასარგებლო.
დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების საკითხზე მან ირაკლი სესიაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოსმენებზე ერთ “გასაღებს” შსს, ხოლო მეორე გასაღებს – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უნდა ფლობდეს. ამის შესახებ ბესელიამ იმედის ეთერში განაცხადა. ამ მოდელს მარს არ უჭერენ “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობოები, რომლებიც ე.წ. გასაღების შსს-დან გატანას ლობირებენ,