ახალი ამბები

ქარტიის პრინციპები, რომლებსაც ყველაზე მეტად არღვევენ ჟურნალისტები [ინფოგრაფიკა]

19 ნოემბერი, 2014 •
ქარტიის პრინციპები, რომლებსაც ყველაზე მეტად არღვევენ ჟურნალისტები [ინფოგრაფიკა]

ყველაზე ხშირად (22 შემთხვევა) ჟურნალისტები ქარტიის პირველ პრინციპს არღვევდნენ, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; მას მოსდევს მეშვიდე პრინციპის დარღვევა (8), რომელიც ჟურნალისტს მიერ ნებისმიერი პირის რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილებას უკავშირდება.

 

მონაცემების თანახმად, 7-ჯერ დაარღვიეს ქარტიის მეხუთე პრინციპი, ანუ ჟურნალისტებმა არ შეასწორეს არასწორად გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. მედიის წარმომადგენლებმა 5-ჯერ დაარღვიეს ქარტიის მესამე პრინციპი, რაც ჟურნალისტის მიერ დადასტურებულ ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის გადაცემას გულისხმობს; ერთხელ დაირღვა ქარტიის მეექვსე პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო გაამჟღავნა. მედიასაშუალებებმა 3-ჯერ დაარღვიეს ადამიანის პირად ცხოვრების პატივისცემის პრინციპი.

 

ქარტიის პრინციპები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი