ახალი ამბები

19 ნოემბრის ანონსი

19 ნოემბერი, 2014 •
19 ნოემბრის ანონსი

10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმს გახსნის.

 

10:30-ზე პოლიტოლოგი ნიკოლოზ ჩიტიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრემიერ-მინისტრის ბრიუსელსი ვიზიტი და ნატო-საქართველოს საწვრთნელი ბაზების მშენებლობა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

11:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” ემზარ კვიციანის ადვოკატი რეზო კახნიაური, ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

11:00 სთ-ზე, ,,ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენას გახსნის.

 

11:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას ექსპერტი მამუკა არეშიძე გამართავს. თემა: საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე საქართველოში.

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ერთ- ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს თემა: პრემიერმინისტრის ვიზიტი და ვიზიტის შედეგები

 

11:30-ზე უშიშროების ყოფილი გენერალი ტრისტან წითელაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და “მნიშვნელოვან ინფორმაციას გაახმოვანებს”.

 

11:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნატო-ს ბაზების საქართველოში განთავსება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ- ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

12:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღავნელი არჩილ კაიკაციშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი ე.წ. „ფარული მოსმენების“ კანონპროექტის განხილვისას, სახელმწიფო ინტერესებს? მისამართი: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ.

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 

14:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ევროატლანტიკურ საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ალექს პეტრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

მასალების გადაბეჭდვის წესი