ახალი ამბები

პატიმრობაში მყოფი ემზარ კვიციანის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება

18 ნოემბერი, 2014 •
პატიმრობაში მყოფი ემზარ კვიციანის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კვიციანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 315–ე მუხლის მესამე ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) ქონდა წაყენებული.


ნორა კვიციანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა. იგი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც ამ საქმეს შეისწავლის. ამ მოთხოვნით დღეს კვიციანის სამმა მხარდამჭერმა შიმშილობაც დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი