ახალი ამბები

“კიდევ კაი, წმინდა ნინომ არ იცოდა, თორემ აღარ ჩამოვიდოდა საერთოდ” – ნათელაშვილი ზურაბიშვილზე

29 მაისი, 2019 • 1286
“კიდევ კაი, წმინდა ნინომ არ იცოდა, თორემ აღარ ჩამოვიდოდა საერთოდ” – ნათელაშვილი ზურაბიშვილზე

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც წმინდა ნინოს გზის გავლას ეხება, სოციალურ ქსლში ეხმაურება.

“კიდევ კაი, წმინდა ნინომ არ იცოდა, რომ ეს მის გზას დაადგებოდა, თორემ აღარ ჩამოვიდოდა საერთოდ”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

პრეზიდენტმა დღეს, 29 მაისს აღნიშნა, რომ პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გაივლის. აღნიშნული მან  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე “კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა” განაცხადა. თუმცა არ განუმარტავს, თუ რა კონკრეტული მარშრუტი იგულისხმებოდა “წმინდა ნინოს გზაში”.

პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი – სალომე ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი