ახალი ამბები

თუშეთში საბაგირო გზის მშენებლობა იგეგმება

29 მაისი, 2019 •
თუშეთში საბაგირო გზის მშენებლობა იგეგმება

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, თუშეთში, შესაძლოა, საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყოს. ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელებით კერძო კომპანიაა დაინტერესებული, რომელიც ახლა დეტალების დასაზუსტებლად იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება.

უკვე არსებობს კომპანია და სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კომპანიის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ვფიქრობ, მშენებლობა არ იქნება ხანგრძლივი და 1–წლიანი პერიოდი საკმარისი იქნება. ამ ეტაპზე შეხვედრა მიმდინარეობს იტალიაში, იმ კომპანიის წარმოდგენლებთან, რომელმაც საბაგირო გზა უნდა ააშენოს და ის ტექნოლოგიურად აღჭურვოს. საინტერესოა, რა კონკრეტული პროექტით დაბრუდნებიან. ვფიქრობთ, საბაგირო გზა დაიწყება აბანოდან, ასე ჰქვია იმ ლოკაციას, სადაც ძალიან ვიწრო ტყიანი ხეობა სრულდება და იწყება ყველაზე რთული მონაკვეთი – გადადის უღელტეხილზე, არმისული ომალომდე გარკვეულ ლოკაციაზე დასრულდება”, – განაცხადა “საქმიან დილაში” ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ამავე გადაცემაში აღნიშნა, რომ თუშეთში სტიქიით გაფუჭებული გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი