ახალი ამბები

დღეიდან ვარაზის ხევიდან პიქსელის შენობამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

29 მაისი, 2019 • 1334
დღეიდან ვარაზის ხევიდან პიქსელის შენობამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დღეიდან, 29 მაისიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება. მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის გამო პერიოდულად შეიზღუდება მოძრაობა სხვადასხვა ადგილზე. პირველი ასეთი ადგილი ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე (პიქსელის შენობამდე) მონაკვეთი იქნება.

კალაძე განმარტავს, რომ გუშინდელმა უამინდობამ და სეტყვამ, კიდევ ერთხელ დაანახა მერიას რებილიტაციის აუცილებლობა.

რაც შეეხება გასაუმჯობესებელ ინფრასტურქტურას, კალაძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები და წყალმომარაგება. გარდა ამისა, აქ დამონტაჟდება მიწისქვეშა სანაგვე ურნები.

“ჩვენ მთლიანად ჭავჭავაძის გამზირს ვერ გადაკვეტავდით და ამიტომ მოხდება ლოკაციების შერჩევა და კონკრეტული ადგილების გადაკეტვა. პირველი ლოკაცია იქნება ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე. ჩვენ უცხოელი სპეციალისტები გვყავს, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევნ სამუშაოებს.

რაც შეეხება ღირებულებას, პროექტის ღირებულება დაახლოებით 15 მლნ ლარია და მის ფარგლებში, გარდა კომუნიკაციებისა, მოწესრიგდება გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები და ავტობუსის ზოლები”, – ამბობს კალაძე და აქვე განმარტავს, რომ შეფერხებების გარეშე მუშაობის წარმოება შეუძლებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი