გიგა მაქარაშვილი

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეხით შემდეგ მსვლელობას ბრიუსელისკენ გეგმავს

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეხით შემდეგ მსვლელობას ბრიუსელში აანონსებს. მაქარაშვილი აცხადებს, რომ ფეხით 4720 კილომეტრს გაივლის და ბელგიის დედაქალაქში მდებარე ნატოს შტაბბინასთან მივა.

“შემდეგი მსვლელობა იქნება შემდეგ წელს! ჩავალ ბრიუსელში, ნატოს შტაბბინასთან, 4720 კილომეტრს გავივლი 6 თვეში, მივიტან თქვენს გზავნილს!”, – წერს მაქარაშვილი და ამატებს, რომ გზავნილი საქართველოს ნატოში გაწევრების მოთხოვნა იქნება.

როგორც ცნობილია, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნა 90 დღის (3 თვე) განმავლობაში შეუძლიათ, გიგა მაქარაშვილი განმარტავს, რომ  ევროპაში ზუსტად 3 თვეს დაჰყოფს, ხოლო დანარჩენ პერიოდს თურქეთში გადააადგილებას მოანდომებს. ის ფეისბუკზე მარშრუტის რუკასაც აქვეყნებს.

მაქარაშვილმა პირველი მსვლელობა 2018 წელს მოაწყო. ის 13-დღიანი მსვლელობის შემდეგ, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ენგურის ხიდთან ჩავიდა. მაქარაშვილმა მსვლელობა თბილისიდან ენგურის ხიდამდე 14 სექტემბერს დაიწყო.

მეორე მსვლელობა 2019 წელს გორიდან დაიწყო მესტიამდე. ეს მსვლელობა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დასრულდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com