ახალი ამბები

სამადაშვილი: დღეს რუსული დროშა ფრიალებს დავითგარეჯში

28 მაისი, 2019 •
სამადაშვილი: დღეს რუსული დროშა ფრიალებს დავითგარეჯში

“ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა” – ამის შესახებ დღეს, 28 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის თქმით, დავითგარეჯში შექმნილი ვითარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა:

“ჩემთვის სრულიად შოკის მომგვრელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ 26 მაისს ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღსანიშნავ დღეს, როდესაც რუსული დროშები ფრიალებდა ბათუმში. ეს არის თქვენი ხელისუფლების ნამდვილი სახე. თქვენი ხელისუფლების პირობებში რუსეთი უკვე ტანკებით და ჯარისკაცებით კი არ იპყრობს ამ ქვეყანას, არამედ იპყრობს დროშებით და მომღერალი ბავშვებით ჩვენს ქუჩაში.

ეს არის პასუხიმგებლობა, რომელსაც თქვენ ატარებთ და დიახ, დღეს უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავითგარეჯშიც იმიტომ, რომ ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა და ეს რუსული დროშაც თქვენ ააფრიალეთ, ეს თქვენი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

რა უძღოდა წინ პრობლემის გამწვავებას დავითგარეჯთან დაკავშირებით, რა არაფორმალური შეთანხმება არსებობდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და რატომ “ვეღარ ითმენს” დღეს საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან გადაუწყვეტელია? წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია ამ თემაზე:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი