ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვს “აფხაზეთის საპატიო მოქალაქის” წოდება მიანიჭეს

28 მაისი, 2019 • 1762
ბიბილოვს “აფხაზეთის საპატიო მოქალაქის” წოდება მიანიჭეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შესაბამისი განკარგულებით “აფხაზეთის საპატიო მოქალაქის” წოდება მიანიჭა.

როგორც განკარგულებაში წერია, ბიბილოვმა  ეს წოდება “აფხაზურ-ოსური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში დიდი წვლილისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებაში შეტანილი წვლილისთვის” მიიღო.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის შუამდგომლობით, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი