“მას ჰქონდა 9 წელი ამისათვის, თუმცა როგორ მოაგვარა ეს საკითხი, ძალიან კარგად ხედავთ”, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვისას დავითგარეჯის საკითხის მოგვარებაში შუამავლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
რაც შეეხება თავად დავითგარეჯის საკითხს, კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს საქმე მეგობარ აზერბაინაჯთან აქვს, აქედან გამომდინარე, “არსებობს ყველა რესურსი, რომ სწორად გადაწყდეს ეს საკითხი”. კობახიძე დასძენს, რომ სწორედ ამიტომ, ქართული მხარე ოფიციალურ ფორმატს დაელოდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ძეგლის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟში სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობას, რომელმაც თავად აღიარა, რომ საზღვრის თემა თვითონ წამოწია, კობახიძე პასუხობს:
„პრეზიდენტმა ისაუბრა დემარკაციის და დელიმიტაციის აუცილებლობაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა დღემდე ამ საკითხის მოგვარება. ეს სირთულე არის როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან, ანუ საზღვარი საჭიროებს დემარკაციას და დელიმიტაციას, რაც არის გამოწვევა ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხერხდება, საბოლოო ჯამში, შეთანხმების მიღწევა, მათ შორის დემარკაციის და დელიმიტაციის კუთხითაც. რა თქმა უნდა, საკითხის წამოწევა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ერთადერთი სწორი გზა ამ პრობლემის გადაწყვეტის არის ჩვენს მეგობარ სახელწიფოსთან მოლაპარაკება,“
ამ თემაზე ვრცლად: