ახალი ამბები

რიკოთის გვირაბში ავტომობილების გადაადგილება 4 დღით იზღუდება

28 მაისი, 2019 • 2347
რიკოთის გვირაბში ავტომობილების გადაადგილება 4 დღით იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა 4 დღით იზღუდება. უწყების თქმით, ამის მიზეზი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებაა. გვირაბში მოძრაობა აიკრძალება  2019 წლის 3 ივნისის 08:00 სთ-დან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 სთ-მდე.

ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზით. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამბობს, დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას, უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი