ახალი ამბები

ევროპის მოედანზე მდებარე სკვერს “ტოლერანტობის სკვერი” ეწოდება

16 ნოემბერი, 2014 • • 1262
ევროპის მოედანზე მდებარე სკვერს “ტოლერანტობის სკვერი” ეწოდება

აღნიშნული გადაწყვეტილება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტოლერანტობა ის დემოკრატიული ღირებულებაა, რომლის დასამკვიდრებლად საქართველოში დიდი ძალისხმევა არასოდეს ყოფილა საჭირო, რადგან ის ისტორიულად არსებობდა:

 
“საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას ამის დიდი ტრადიცია აქვს. საქართველოს და თბილისს ტოლერანტობის ცენტრად იცნობდა მთელი კავკასია. თბილისი იმ ღირებულებებით ცხოვრობდა, რომლისთვისაც უცხო იყო რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობა. თბილისისთვის ყოველთვის ორგანული იყო უმცირესობების პატივისცემა. თბილისში, ერთ, სულ პატარა უბანში, საუკუნეებია გვერდიგვერდ იდგა და დგას სინაგოგა, მეჩეთი, სომხური სამოციქულო ეკლესია და მართმადიდებლური ტაძარი. აქ, ჩვენს ქალაქში, ერთ ეზოში, ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, სომხები, იეზიდები, ასირიელები, რუსები, უკრაინელები და სხვები, რომლებიც მეგობრობდნენ და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. ასე გრძელდება დღესაც, და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ამით,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი