ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ დასრულდება, ვიდრე ტერიტორიები ოკუპირებულია“

26 მაისი, 2019 •
“ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ დასრულდება, ვიდრე ტერიტორიები ოკუპირებულია“

“ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ დასრულებულა. ცხადია არ დასრულდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების მეხუთედი ოკუპირებულია. ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ მშვიდობიანად, განვითარებით, პროგრესით და მას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ”, –  აცხდებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

„დღეს მე ახალქალაქში ვიქნები ჩვენ სომეხ თანამოქალაქეებთან. განსაკუთრებული აღნიშვნა გვექნება მარნეულშიც, ჩვენ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებთან. მინდა მივმართო თითოეულ თანამოქალაქეს, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის ადამიანებს საოკუპაციო ხაზის აქეთ თუ იქით, რომ თავისუფლება უდიდესი ღირებულება და უდიდესი მონაპოვარია და თითოეული მათგანის თავისუფლებას, რაც  ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაა, დავიცავთ. ეს დღე ჩვენია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

2019 წლის დამოუკიდებლობის დღე ცოდნის გაზიარებასა და მის მნიშვნელობას ეძღვნება.  26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწვევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი