ახალი ამბები

პრეზიდენტმა წვევამდელთა ფიცი ჩაიბარა [ფოტო]

26 მაისი, 2019 •
პრეზიდენტმა წვევამდელთა ფიცი ჩაიბარა [ფოტო]

26 მაის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 463-მა რეკრუტმა და წვევამდელმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადო. თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მათი ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიბარა.

თბილისის გარდა, ფიცის დადეს ზუგდიდში (დადიანების სასახლესთან), რაჭაში (მრავალძალის მონასტერში), ქართლში (უფლისციხეში), დუშეთსა (ანანურის ციხის კომპლექსში) და ყვარელში — გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).

წვევამდელთა ფიცის ჩაბარების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას მან თქვა, რომ „დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები იქნებიან“.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ცერემონიაზე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. ცერემონიას მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქიც ესწრებოდნენ.

შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სხვადასხვა ბრძოლასა და სამხედრო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს.

26 მაისი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

26 მაისი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

26 მაისი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

26 მაისი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი