ახალი ამბები

თელავში 26 მაისისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა

26 მაისი, 2019 • 2323
თელავში 26 მაისისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა

თელავში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოწყობილი კონსტრუქცია ჩაინგრა, — იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მაუწყებლის ვებგვერდის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ კონსტრუქცია ერთ-ერთი მუშის ასვლის შემდეგ ჩაინგრა.

კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის თანახმად, თელავში დაგეგმილი სადღესასწაულო პროგრამა სცენის ჩამონგრევის გამო ნაწილობრივ შეიცვლება.

გარეკანის ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი