26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აფხაზებსა და ოსებსაც მიმართა:
„ამ საზეიმო დღეს მე მსურს, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და მათ მივულოცო ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე“.
„ჩვენი წინაპრები მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მინდა გითხრათ, რომ თითოეული თქვენგანის ტკივილი საქართველოს ტკივილია, საქართველოს თითოეული წარმატება კი თქვენი წარმატებაა. ჩვენ საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია“, — განაცხადა პრემიერმა.
ბახტაძემ 26 მაისს უწოდა „დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს“.