ახალი ამბები

“ოცნებაში” ანალიტიკითა და მონიტორინგით დაკავებულ სამსახურს ვხელმძღვანელობ – გოგაშვილი

25 მაისი, 2019 • 1704
“ოცნებაში” ანალიტიკითა და მონიტორინგით დაკავებულ სამსახურს ვხელმძღვანელობ – გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის თქმით, დღეს პარტია “ქართულ ოცნებაში” საქმიანობს და ერთ-ერთ სამსახურს ხელმძღვანელობს. ამის შესახებ მან “რუსთავი2”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

გოგაშვილის თქმით, სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს, “ანალიტიკითა და მონიტორინგითაა” დაკავებული.

“ჩვენი სამსახური პარტიაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ძირითადად დაკავებულია ანალიტიკით, მონიტორინგით და კოორდინაციით, შიდა სტრუქტურული, უწყებრივი…” – აღნიშნა მან. ჟურნალისტის კითხვას, ვის ამოწმებს სტრუქტურა, სოსო გოგაშვილმა უპასუხა:

“შიგნით, პარტიის თანამშრომლებს და ჩვენ თანამშრომლებს, ვინც მუშაობენ ჩვენთან”.

მისივე განმარტებით, ეს სამსახური პარტიაში მის მისვლამდეც არსებობდა.

სოსო გოგაშვილმა სუს-ის პირველი მოადგილის თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. შემდგომ, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი