ახალი ამბები

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონია

25 მაისი, 2019 •
ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონია

პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ მსოფლიო თასის პირველი ეტაპის ფინალში, 200 მეტრიან დისტანციაზე, კანოისტი ზაზა ნადირაძე ოქროს მედლისა და თასის მფლობელი გახდა.

ზაზა ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა, რითაც საუკეთესო დრო აჩვენა.

მეორე ადგილი ყაზახმა ტიმურ ხაიდაროვმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ბელარუსი არსტენ კოზირი გავიდა.

  • 2017 წელს ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
  • 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაო, ხოლო 2018 წელს ოქროს მედლით მოიპოვა.
  • 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზაზა ნადირაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი