ახალი ამბები

ნორლანდი: ბენდუქიძის სახით საქართველომ დიდი მოაზროვნე და პატრიოტი დაკარგა

14 ნოემბერი, 2014 •
ნორლანდი: ბენდუქიძის სახით საქართველომ დიდი მოაზროვნე და პატრიოტი დაკარგა

“დაგვამწუხრა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებამ. მისი სახით საქართველომ დიდი მოაზროვნე და პატრიოტი დაკარგა. მთავრობაში მოღვაწეობითა და „ცოდნის ფონდის”, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დაარსებით, კახა ბენდუქიძემ საქართველოს მომავალში საშვილიშვილო ინვესტიცია ჩადო. მსოფლიო დონის განათლებამ, რომელიც ხელმისაწვდომია მის უნივერსიტეტებში და მისმა პირადმა ღვაწლმა გააფართოვა ათასობით ქართველი სტუდენტის აკადემიური და პროფესიული ჰორიზონტი და უკვდავყო კახა ბენდუქიძის მსოფლმხედველობა მომავალ თაობებში” 

 

“გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ყოფილ სტუდენტებს ამ მძიმე წუთებში” – ნათქვამი ნორლანდის განცხადებაში. 

 

კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 13 ნოემბერს გავრცელდა. 

 

კახა ბენდუქიძე 2004 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. ბენდუქიძე 2004–2009 წლებში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ავტორი და განმახორციელებელია. ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ მან მთავრობის კანცელარიაში რეფორმების კოორდინაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მის გუნდს ეკუთვნის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რეგულაციებისაგან თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება. 2008 წლის 30 ინვრიდან 2009 წლის 7 თებერვლამდე ბენდუქიძე საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიას ხელმძღვანელობდა. მან დააფუძნა “თავისუფალი უნივერსიტეტი”.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი