მთამწინდის გამგეობის ინიციატივით, კოჯორში, იუნკერების ქუჩაზე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარედ გამწვანების ღონისძიება ჩატარდა.
ტერიტორიაზე მარადმწვანე ტუიას, კოწახურისა და ჩიტავაშლას ნერგები დაირგო. ღონისძიებაში მთაწმინდის რაიონის გამგებელმა და გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. ახალი ნარგავები, ასევე, შეემატა სულხან-საბას სკვერსა და ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე, გაბიონთან მდებარე გამწვანების ზოლს.