ახალი ამბები

რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისის აღსანიშნავად

24 მაისი, 2019 • 5076
რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისის აღსანიშნავად

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 26 მაისს დაგეგმილია როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, ასევე, სხვადასხვა აქტივობა, გამოფენები და კონცერტები.

თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები,
საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები.

მათ შორის, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა Tbilisi Newcomers, ხოლო 10:00 საათზე თბილისის
ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჩატარდება. ასევე, გამოფენილი იქნება სტენდები „ქალები საქართველოდან“, თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები და ა.შ.

დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე შესრულდება  “ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” , რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შვიდკაცა” და “მძლევარი” მიიღებენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, რუსთაველის გამზირზე:

საბავშვო გასართობი და შემეცნებითი პროგრამა – 10:00-19:00 საათი

[checklist]

  • ილუზიონისტების შოუ;
  • წყლის ბუშტების შოუ;
  • ჯამბაზების შოუ;
  • საცირკო სანახაობა;
  • ზღაპრის გმირები;
  • სახის მოხატვა;
  • პროექტი „მოძრავი პლანეტარიუმი”.

[/checklist]

საბავშვო საკონცერტო პროგრამა – 12:00-17:30 საათი

[checklist]

  • “მეკო სტუდიის”კონცერტი;
  • “ბასტი ბუბუს” კონცერტი;
  • “ანა-ბანას” კონცერტი;
  •  სტუდია “ჟოზეს” წარმოდგენა;
  • ვაჟთა ანსამბლების წარმოდგენა – 17:10 საათი [/checklist]

სხვადასხვა აქტივობა – 12:00 -18:00 საათი

[checklist]

  • მსვლელობა/პერფომანსი “დროში მოგზაური ორკესტრი”
  • დიდი თოჯინა “მაღალი აბელა”;
  • მხატვარ ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი;
  • “Street Art” მარი კახურიშვილთან ერთად.

[/checklist]

საკონცერტო პროგრამა:

[checklist]

  • თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 10:00 – 10:40 საათი
  • Tbilisi Newcomers – 15:00-19:00 საათი
  • ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ – 10:00-19:00 საათი[/checklist]

კულტურულ- საგანმანათლებლო სივრცეები – 10:00-20:00:

[checklist]

  • ინსტალაცია – “26 მაისი”;
  • ბუშტების ინსტალაცია – 17:10;
  • ორიგამის ინსტალაცია;
  • შუშის ინსტალაცია – “ფერადი კედელი”;
  • შუშის ინსტალაცია – “ლამპიონი”;
  • გამოფენა – “თბილისის ისტორია”;
  • „იცით თუ არა რომ“
  • „ჩვენი დროის ადამიანები”
  • „ქალები საქართველოდან”
  • თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები

თბილისის გარდა ღონისძიებები დაგეგმილია საქართველოს სხვა ქალაქებშიც. გაეცანით სრულად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამას:

მასალების გადაბეჭდვის წესი