ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუ რა გახდა ნგრევის მიზეზი, ჯერ გარკვეული არ არის. სპეციალისტები უკვე მუშაობენ ადგილზე.
ყავლაშვილის 2 ნომერში ჩამოინგრა მეორე სართული ..
Posted by Ramaz Zaqariadze on Friday, 24 May 2019