ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონში ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა – ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ფრანგი ჟო-ვილფრედ ცონგა დაამარცხა, ანგარიშით 6:4, 6:4.
ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგანია, ხოლო ცონგა- 85. ლიონის ტურნირის საპრიზო ფონდი 501 345 ევროა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ტრისტან ლამაზინი (268) დაამარცხა ანგარიშით 7:5, 7:5.