ახალი ამბებიხელოვნება

ილუსტრირებული ვეფხისტყაოსნის გამოსაცემად სარეზერვო ფონდიდან 139 950 ლარი გამოიყო

12 ნოემბერი, 2014 • 4117
ილუსტრირებული ვეფხისტყაოსნის გამოსაცემად სარეზერვო ფონდიდან 139 950 ლარი გამოიყო
პროექტისთვის სახელწოდებით “სინთეზური ხელოვნება-მხატვრის წიგნი: ვეფხისტყაოსანი” მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 139 950 ლარი გამოიყო.
კულტურის სამინისტროს ცნობით, პროექტში ჩაერთვებიან წარმატებული ქართველი მხატვრები, რომელთა ვინაობა სრულად ცნობილი არაა. მხატვრებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუმცა ცნობილია, რომ ერთ-ერთი მხატვარი, რომელიც ვეფხისტყაოსნის ახალ გამოცემას დაასურათებს, არის გოგი ალექსი-მესხიშვილი.
კულტურის სამინისტროს განმარტებით, ვეფხიტყაოსნის ახალი გამოცემა იქნება სხვა გამოცემებისგან განსხვავებული და მასში შერწყმული იქნება ილუსტაცია და ტექსტი ერთმანეთთან.
ვეფხისტყასნის ახალი გამოცემა, რადგანაც სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაფინანსებული, არ გაიყიდება. ის გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
ვეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანი

მასალების გადაბეჭდვის წესი