ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პარლამენტმა ისევ ვერ აირჩია

12 ნოემბერი, 2014 •
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პარლამენტმა ისევ ვერ აირჩია

კარიაულის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 62-მა პარლამენტარმა არც ერთი წინააღმდეგ. პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, კარიაულის არჩევისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტან ხმალაძემ განმარტა, რომ დავით კარიაულის კანდიდატურა თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა წარადგინა.

 

პარლამენტარის თქმით, კარიაული ამავე უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორია.

 

დავით კარიაულის კანდიდატურა ამავე პოზიციის დასაკავებლად საქართველოს პარლამენტში 2014 წლის 26 ივლისს იყო წარდგენილი, თუმცა მისი კანდიდატურა პარლამენტმა 67 ხმით 4-ის წინააღმდეგ ჩააგდო.

 

პარლამენტი
პარლამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი