ახალი ამბები

ვაკვირდებით შიდა განვადებების ბაზარს და საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედებთ – ეროვნული ბანკი

21 მაისი, 2019 • 949
ვაკვირდებით შიდა განვადებების ბაზარს და საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედებთ – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შიდა განვადებების სისტემა მისი რეგულირების მიღმაა, თუმცა ცენტრალური ბანკი აქტიურად დააკვირდება ამ პროცესს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ქმედებებსაც მიმართავს.

სებ-ში განმარტავენ, რომ შიდა განვადებების დროს შესაძლოა  მსესხებელმა ვერ ისარგებლოს საურავებზე დაწესებული ლიმიტებითა და სხვა შეზღუდვებით, რასაც საფინანსო ინსტიტუტებს ეროვნული ბანკი უწესებს.

“სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული განვადებები არ არის სებ-ის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ შიდა განვადებები, რომლის გაცემის დროსაც არ ხდება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა, ასევე რისკიანია თავისი შინაარსით, განსაკუთრებით- მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში, როდესაც საქმე ეხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაცვას, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, არ უნდა აჭარბებდეს 50%-ს და სანქცია/საურავების კუთხით არსებულ ლიმიტებს. სებ-ი აქტიურად აკვირდება ამ ბაზარს და საჭიროების შემთხვევაში მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად განახორციელებს შესაბამის ქმედებებს,”-აცხადებენ სებ-ში.

განვადება ბანკის გვერდის ავლით? – რა გეგმა აქვთ ტექნიკის მაღაზიებს

მასალების გადაბეჭდვის წესი