ახალი ამბები

“Россия сегодня”-ს რადიოსადგური საქართველოში 24-საათიანი მაუწყებლობით

12 ნოემბერი, 2014 • • 1086
“Россия сегодня”-ს რადიოსადგური საქართველოში 24-საათიანი მაუწყებლობით

“გადაცემათა ბადეში იქნება ახალი ამბები, რეპორტაჟები, ინტერვიუ, კომეტარები. მაუწყებლობა ჯერ მხოლოდ ოთხსაათიანია საქართველოში – ორი საათი დილით და ორი საღამოს. ენა – ქართული. მიმდინარე წლის ბოლომდე ვგეგმავთ 24-საათიანი მაუწყებლობაზე გადავიდეთ,”- განუცხადა რადიოსადგურის შეფ-რედაქტორმა რია ნოვოსტის, ანტონ ლასხიშვილმა. მისი თქმით, რადიომაუწყებლობა ჯერ მხოლოდ FM დიაპაზონზეა [101,4], თუმცა მომავალში გადაცემების მოსმენა ინტერნეტის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი.  

 

ლასხიშვილი ამბობს, რომ რადიოსადგური არ არის “პროპაგანდის მანქანა, მისი საქმიანობა იქნება საზოგადოების ინფორმირებულობა იმ მოვლენებზე, რაზეც სხვები არ საუბრობენ.” 

 

საინფორმაციო სააგენტო “როსია სეგოდნიამ” [“Россия сегодня”] ახალი მულტიმედიური ბრენდი  Sputnik, რომელიც ათეულობით ქვეყანაში იმაუწყებლებს, 10 ნოემბერს ჩაუშვა. 

 

როგორც რია-ნოვოსტი წერს, უკვე 2015 წელს რადიო 30 ენაზე მსოფლიოს 130 ქალაქში იმაუწყებლებს. 

 

“Sputnik-ის კონტენტი გათვლილია იმ მრავალმილიარდიან აუდიტორიაზე, რომელიც დაიღალა ერთპოლარული მსოფლიოს თავსმოხვეული პროპაგანდით და ალტერნატიული თვალთახედვა სჭირდება,” – აცხადებს “როსია სეგოდნიას” გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისელიოვი. 


მასალების გადაბეჭდვის წესი