ახალი ამბები

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე ბავშვებმა და ხანდაზმულებმა ერთად აღნიშნეს

11 ნოემბერი, 2014 •
კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე ბავშვებმა და ხანდაზმულებმა ერთად აღნიშნეს

მეტი თვალსაჩინოებისთვის მიწისძვრის იმიტაცია სათამაშო კუბიკებისა და მაგიდების საშუალებით მოაწყვეს. ღონისძიების ყველაზე სახალისო ნაწილი კი მაშინ დაიწყო, როდესაც წარმოდგენას ხანდაზმულებიც შეუერთდნენ. ჩაფხუტიანმა უფროსებმა და პატარებმა ერთად მოახდინეს შენობიდან  ევაკუაცია.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს ცხელი ხაზის ნომერი – 112, აჩვენეს, თუ რა ნივთები უნდა იყოს მოთავსებული საგანგებო სიტუაციების ჩანთაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა აღმოუჩინონ დახმარება დაშავებულებს.

„თავი ისევ ბავშვად ვიგრძენი“- განაცხადა თავშესაფრის მაცხოვრებელმა მურმან ხაჭაპურიძემ. „უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ არა მხოლოდ ბავშვები სწავლობენ ჩვენგან, არამედ ჩვენც შეიძლება ბევრი რამ ვისწავლოთ მათგან”.

წარმოდგენის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მათიას ვოლფაილმა (ASB საქარლთველოს დირექტორი), დარეჯან ლომთაძემ (თბილისის მოხუცებულთა თავშესაფრის დირექტორი), გიორგი ამაშუკელმა (შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი) და ალუდა გოგლიჩიძემ (თბილისის მერის მოადგილე). „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ASB-ს მსგავსი ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელმაც ჩვენს თავშესაფარში სინათლე და სიხარული შემოიტანა. ”, განაცხადა დარეჯან ლომთაძემ, ხანდაზმულთა თავშესაფრის დირექტორმა.

აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის(ASB) „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაღრმავდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პატარებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი (ECHO)კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის DIPECHO-ს ფარგლებში  და კოალიცია – გერმანია ეხმარება (Aktion Deutschland Hilft).

მასალების გადაბეჭდვის წესი