ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი ამ დროისთვის 6-მა პირმა გამოთქვა

21 მაისი, 2019 •
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი ამ დროისთვის 6-მა პირმა გამოთქვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევაში მონაწილეობის მიზნით განაცხადი 6-მა ადამიანმა შეიტანა.

პრეტენდენტების ვინაობა ჯერ უცნობია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება 11 მაისს დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. შერჩევაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით.  ვაკანსია 20 კანდიდატურაზეა გამოცხადებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის საფუძველი იყო, პარლამენტმა პირველ მაისს  მიიღო, 2 მაისს მას საქართველოს პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. უსტიციის უმაღლესმა საბჭომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მუშაობა დაიწყო და კანდიდატებისთვის შესავსები განცხადების ფორმა დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი