ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი კიევში ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო

20 მაისი, 2019 •
სალომე ზურაბიშვილი კიევში ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კიევში უკრაინის უმაღლეს რადას საზეიმო სხდომას დაესწრო, რომელზეც უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო.

მარიინსკის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გელა დუმბაძესთან ერთად, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი