პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღებული ოქმების დაჯამების საფუძველზე, მათი ინფორმაციით, ზუგდიდში “ქართული ოცნების” კანდიდატი გეგა შენგელია 54.08%-ს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ქართული ოცნების კანდიდატები ყველა საარჩევნო ოლქს იგებენ, ერთადერთი, სადაც მისი თქმით, მეორე ტური გაიმართება, მთაწმინდაა, სადაც ერთმანეთს შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან.