ახალი ამბები

პარლამენტარი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის უბნიდან გაათრიეს

19 მაისი, 2019 •
პარლამენტარი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის უბნიდან გაათრიეს

პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თინა ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

საუბნო კომისიის წევრების თანახმად, ბოკუჩავას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა და ისე სურდა, დასწრებოდა ხმის დათვლის პროცესს.

ბოკუჩავას თქმით, მას სრული უფლება ჰქონდა, მართვის მოწმობით შესულიყო საარჩევნო უბანზე და პოლიციელებმა დაარღვიეს კანონი, როცა ამის საშუალება არ მისცეს.

„მაქვს პარლამენტარის საშვი და მაინც არ მიშვებთ უბანზე“, ციტირებს IPN ბოკუჩავას. მისი თქმით, მას თან ჰქონდა მართვის მოწმობაც. საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ირინე კარტოზიამ კი განაცხადა, რომ ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა უბანზე.

ბოკუჩავას თქმით, მას სავარაუდოდ დაზიანებები აქვს მიყენებული. დეპუტატი აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.

ნახეთ ვიდეო:

ამავე უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელი შეუძლოდ შეიქნა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი