ახალი ამბები

17:00 საათისთვის დაწერილია სულ 68 საჩივარი, აქედან 50 ზუგდიდსა და მარნეულში

19 მაისი, 2019 •
17:00 საათისთვის დაწერილია სულ 68 საჩივარი, აქედან 50 ზუგდიდსა და მარნეულში

17:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 68 საჩივარი შევიდა. აქედან 30 საჩივარი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დაიწერა, ხოლო 20 საჩივარი -მარნეულში.

ცესკოში ამბობენ, რომ საჩივრების ძირითადი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს შეეხება. მაგალითად, ცესკოს ცნობით, მარნეულში, ყიზილაჯლოს #89 საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ, ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა იყო, თუმცა ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ამავე უბნიდან გააძევეს დამკვირვებელი, რომელმაც გადაღების წესი დაარღვია.

“მისი მხრიდან სამაგიდო სიებისა და კაბინის გადაღების მცდელობა იყო. ამავე დროს ის უშლიდა ხელს კომისიის წევრებს მუშაობაში,”-აცხადებენ ცესკოში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი