ახალი ამბები

კანონმდებლობა არ კრძალავს პირების მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარეთ- ცესკო

19 მაისი, 2019 •
კანონმდებლობა არ კრძალავს პირების მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარეთ- ცესკო

ცესკოში აცხადებენ, რომ მოქმედი კანომდებლობა არ კრძალავს უბნის გარეთ კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას, თუმცა ამან საარჩევნო პროცესი არ უნდა შეაფერხოს.

“მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარე ტერიტორიაზე; თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება,”-აცხადებს ცესკო-ს პრესსპიკერი ანა მიქელაძე.

ცესკოს პრესსპიკერმა ასევე გააკეთა განმარტება ამომრჩეველთა სიის სურათებიან ვერსიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის სიები, რომლებიც საარჩევნო უბნის გარეთ კოორდინატორებს აქვთ, სავარაუდოდ, არა სამაგიდო სია, არამედ უფლებამოსილ პირებზე კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სიებია.

„დამატებით გაცნობებთ, რამდენადაც გრძელდება ამ საკითხზე ინტერპრეტაციები, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე სურათიანი საარჩევნო სიების მოთხოვნის უფლება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია გაცემულია 6 საინიციატივო ჯგუფსა და 5 პარტიაზე“,- ამბობს მიქელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი