“ის საფრთხე, რაც დღეს რეალურად დგას ქვეყანაში, რუსეთი თუ დასავლეთი, მე ეს საფრთხე ვიგრძენი და, შესაბამისად, პროდასავლურობის ექსკლუზივი ნაციონალურ მოძრაობას ჩამოერთვა ამ პარტიის გამოჩენით და ამით ძალიან კარგი მომენტი შეიქმნა,”– თქვა დეისაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
8 ნოემბერს “თავისუფალმა დემოკრატებმა” ყრილობა ფილარმონიაში გამართეს, სადაც პარტიის ლიდერად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია არჩიეს. ყრილობას 2038 დელეგატი დაესწრო.
ირაკლი ალასანია პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან 4 ნოემბერს გადააყენა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადადგნენ სახელმწიფო მინისტრი ევროატრლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, პარლამენტში კი “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიციის რიგები დატოვეს.









