ახალი ამბები

10:00 საათისთვის ზუგდიდში 9 734-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა – ცესკო

19 მაისი, 2019 •
10:00 საათისთვის ზუგდიდში 9 734-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ზუგდიდში აქტივობა 8.1% იყო. ცესკოს ცნობით,  ზუგდიდის ოლქში 120 837 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან უბანზე  9 734 ამომრჩეველი მივიდა.

რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქ აქტივობამ 4% შეადგინა. 10:00 საათისთვის მთაწმინდაზე 1752 ამომრჩეველი მივიდა, სულ ოლქში 43 908 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ყველაზე მაღალი აქტივობა, 15.4%, საგარეჯოში დაფიქსირდა. 19 მაისის არჩევნებში, 10:00 საათის მონაცემებით, ყველზე დაბალი აქტივობა ჯერჯერობით მთაწმინდაზეა.

წყარო: ცესკო

დღეს, 19 მაისს, საქართველოს პარლამენტის შუალედური, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის სულ 410 საარჩევნო უბანი იმუშავებს, სადაც 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 6 556 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6139 დამკვირვებელი და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი