ახალი ამბები

ზუგდიდში საარჩევნო უბანთან სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18 მაისი, 2019 •
ზუგდიდში საარჩევნო უბანთან სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში, საარჩევნო უბანთან სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

შემთხვევა 18 მაისს, ზუგდიდში საარჩევნო უბანთან მოხდა. დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარება ედებათ ბრალად. დაკავებული არიან 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს  ცნობით ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიცია აცხადებს, რომ  დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

რას ჰპირდება ზუგდიდს მერობის 3 კანდიდატი [ხედვები]

მასალების გადაბეჭდვის წესი