ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ზოია ქვარცხავა ამბობს, რომ 87-ე საარჩევნო უბანთან ერთ-ერთმა პირმა ჰაერში ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
დამკვირვებელი აცხადებს, რომ გადაიღო ავტომობილი, საიდანაც ის პირი გადმოვიდა, რომელმაც მისი დანახვისას ისროლა. მის მიერ გადაღებულ ფოტოზე მანქანის ნომერი ჩანს. ოპოზიციის ცნობით, მათთვის ცნობილია ავტომობილის მფლობელის ვინაობა.
დამკვირვებელი პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რ2-თან ამბობს, რომ ხმა მანაც გაიგო, თუმცა დარწმუნებული არ არის, იყო თუ არა ეს ცეცლსასროლი იარაღის ხმა. “უფრო ხლაპუშკას მივამსგავსე”, – ამბობს ის.
“აღელვებული შემოვარდა ეს ქალბატონი. განაცხადა, რომ სკოლის ეზოს გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა ვიღაც, რომელსაც იარაღი ეჭირა, ჯერ თითქოს, მას დაუმიზნა, შემდეგ ზემოთ გაისროლა,“ – რ2-ის ცნობით, განაცხადა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჟანა ყურუამ.
