ახალი ამბები

ღარიბაშვილი მთავარ პროკურორთან გუშინდელ შეხვედრაზე: ამაში განსაკუთრებული არაფერია

7 ნოემბერი, 2014 •
ღარიბაშვილი მთავარ პროკურორთან გუშინდელ შეხვედრაზე: ამაში განსაკუთრებული არაფერია

„მე სხვადასხვა საკითხზე ყოველდღიურად ვხვდები მინისტრებს და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს და ამაში განსაკუთრებული არაფერია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გუშინ, 21 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი თავის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, რა მიზნით, უცნობია.

 

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის საკითხში არ ერევა, რადგან ის პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრობის ორ კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს და აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი