ახალი ამბები

სანდრა რულოვსი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

15 მაისი, 2019 • 1833
სანდრა რულოვსი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

“გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლები დღეს, 15 მაისს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ზუგდიდში განვითარებული მოვლენები გააცნეს.

შეხვედრას “გაერთიანებული ოპოზიციის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსიც დაესწრო:

“ზუგდიდში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თქვენ თვითონ ნახეთ, რა ხდებოდა გუშინ საღამოს, მაგრამ ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით საელჩოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს. ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციები გვაქვს, ზონდერები დაგვდევენ, არის დედის გინება, არის უხეში ქცევა.

გუშინ ფიზიკურზეც გადავიდნენ, ამის დამადასტურებელი ვიზუალური მასალაც გვაქვს, როგორც ჩანს, მასობრივად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. ჩვენ ვითხოვთ ზუგდიდის ცესკო-ს თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას. იმიტომ, რომ ძალიან უხეშად დაირღვა, პრაქტიკაშიც არ ყოფილა ასეთი რამ, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე სამაგიდო სიები იყო გადაცემული საუბნო კომისიებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დალუქული, უნდა იყოს ბოლო წუთში გადაცემული და ეს სიები არ უნდა იყოს იმის ბერკეტი, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ,“ – თქვა სანდრა რულოვსმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.

ამავე თემაზე:

ინციდენტი ზუგდიდში რულოვსის ინტერვიუს დროს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი