ახალი ამბები

“ასე როგორ გამიმეტეთ?!” – ჭოხონელიძე მის მიმართ აგრესიასა და კიბერბულინგზე საუბრობს

14 მაისი, 2019 • 5688
“ასე როგორ გამიმეტეთ?!” – ჭოხონელიძე მის მიმართ აგრესიასა და კიბერბულინგზე საუბრობს

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე იმ კიბერბულინგსა და აგრესიაზე საუბრობს, რომელიც მის მიმართ საზოგადოების ნაწილმა გამოხატა მას შემდეგ, რაც  17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავშირებული ორგანიზაცია დავითიანნის კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

“დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ ქართველმა ხალხმა გამოავლინა საშინელი სიბნელე, რომელსაც კი ველოდებოდი, მაგრამ მთლად ასეთსაც – არა. ჩვენ ის ხალხი ვყოფილვართ, რომელსაც ერთ წამში შეგვიძლია ერთმანეთის გადათელვა. რაც გაგვიკეთებია, არაფერი აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი, ხალხო, რა დაგემართათ, ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე, გაოგნებული ვარ. მინდა გთხოვოთ და გემუდაროთ… კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დაპირისპირების შიშის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი, თუმცა ჩემი დამოკიდებულება გითხარით, ასე როგორ გამიმეტეთ ან მე, ან ნატო [მეტონიძე] ან ნინო ქათამაძე, ყველა, ვინც გაგვიმეტეთ, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა, ხალხო?”, – ამბობს თამარ ჭოხონელიძე ტვ პირველის გადაცემა რეაქციაში.

სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია მართებული არაა – ჭოხონელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი