ახალი ამბებირეკლამა

იშვიათი სახეობა კაკაბი ბუნებაში აღდგენის მიზნით გაუშვეს

14 მაისი, 2019 • 2955
იშვიათი სახეობა კაკაბი ბუნებაში აღდგენის მიზნით გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება. სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და .. „ლურჯი ფრინველიანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს. ველურ გარემოში აღდგენის  მიზნით, სააგენტომ ადგილობრივი სახეობა კაკაბის 30 ფრთა   ბუნებაში გაუშვა.

საქართველოში კაკაბი   კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივგომბორის, გურიააჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე, მთისწინებიდან თოვლის ხაზამდე ბინადრობს.

ველური ბუნების სააგენტოში გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი