“მე და ჩემმა გუნდმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ბატონი დავით ზალკალიანი, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, ბატონი ლევან გურგენიძე და ჩვენ გვიერთდება ბატონი დავით ჯალაღანია, რომელიც იმყოფება კუბაში ოფიციალური ვიზიტით, გადავწყვიტეთ დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები, ვტოვებთ კოალიცია ქართული ოცნების რიგებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო 2 წლის განმავლობში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრის პოზიციაზე. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გასული 2 წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე მიაღწია შესაძლებელის მაქსიმუმს.
რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ ჩვენი მომავალი საქმიანობა, არამედ ჩვენი მიღწეული შედეგები არის საფრთხის ქვეშ, ამიტომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ქვეყნის ვროპული და ევროატლანტიკური კურსი, საქართველოს ევროპული მომავალი არის საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობამ მხარი დასუჭირა 2012 წლის არჩევნებზე. და ჩემს გუნდს, იმ ადამაინებს, რომლებსაც შეგვიძლია, შეგვეძლო და გვევალებოდა ამ მიზნის პირდაპირი შესრულება, არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ამ არჩევანს, და დღეს თუნდაც ჩვენი ამ ნაბიჯით გვსურს დავანახოთ ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
