ახალი ამბებირეკლამა

Lexus UX 200 – რა უნდა ვიცოდეთ „ლექსუსის“ ბრენდის ახალ პროდუქტზე

14 მაისი, 2019 •
Lexus UX 200 – რა უნდა ვიცოდეთ „ლექსუსის“ ბრენდის ახალ პროდუქტზე

თუ აფასებთ ხარისხს, პროფესიონალურ დონეზე გაწეულ მომსახურებასა და დახვეწილ სტილს, „ლექსუს თბილისის“ შოუ-რუმს უნდა ესტუმროთ – პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის ოჯახს თამამი, თანამედროვე დიზაინისა და დინამიკური მახასიათებლების მქონე ახალი წევრი, Lexus UX 200 შეემატა.

„ლექსუს თბილისმა“, თანამედროვე მძღოლებზე მორგებული ავტომობილი, სტუმრებს საგანგებო მიღებაზე წარუდგინა – ღონისძიებაზე მიწვეულ ავტომოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბრენდის სიახლეებზე ინფორმაცია უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელისგან მოესმინათ და პრემიუმ კლასის UX 200-ს შესაძლებლობები თავადვე გამოეცადათ. ღონისძიება შთამბეჭდავად გაიხსნა და ასეთივე განწყობით გაგრძელდა – UX-ის ფერებში გადაწყვეტილი „ცოცხალი კედელი“ და გემოვნებიანი მუსიკა, პრეზენტაციას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.

 Lexus UX 200 -ის პრეზენტაცია თბილისში

Lexus UX 200 -ის პრეზენტაცია თბილისში

ახალი UX წარმოადგენს Lexus-ის ინოვაციური მიდგომებისა და უსაფრთხოების ერთიანობას, რომელიც თამამ ახალ დიზაინსა და ულტრაეფექტურ ახალ ძალურ აგრეგატს მოიცავს. იგი აღჭურვილია ლექსუსის უახლესი 2.0 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 171 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

დინამიკური სტილისა და იერის მქონე UX-ი შექმნილია იმისათვის, რომ Lexus-ისთვის დამახასიათებელი სწრაფი და სასიამოვნო მართვა უზრუნველყოს. ამით ის პრემიუმ-კლასის კომპაქტური სპორტული უნივერსალების ბაზარზე უნიკალურ ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ინტერიერს, UX-ის სალონი ერთი მხრივ, დინამიკური, პრემიუმ-კლასის სედანის შეგრძნებას აღძრავს, მეორე მხრივ კი კროსოვერისთვის დამახასიათებელი მართვის მაღალი პოზიციით გამოირჩევა. მასალები და შესრულების ხარისხი Lexus-ის სტანდარტების შესაბამისია, მათში იაპონური ტრადიციები, ოსტატობა და სტუმართმოყვარეობა წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან არის შერწყმული.

UX-ის სალონში უწყვეტი მთლიანობის განცდის შესაქმნელად კონსტრუქტორების  შთაგონების წყაროდ იქცა იაპონური არქიტექტურის ტრადიციული კონცეფცია „ენგავა“, რომელიც სახლის ექსტერიერსა და ინტერიერს შორის ზღვარს შლის.

 Lexus UX 200

Lexus UX 200

გარდა ამისა, კიუშუს ქარხანაში აწყობილ ყოველ UX-ს „ტაკუმი“ ოსტატები ქარხნიდან გამოშვებამდე საგანგებო „ჩუმ ოთახში“ ამოწმებენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, აღმოფხვრან კარის დახურვისას წარმოქმნილი ნებისმიერი შეუსაბამო ხმა.

წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ, ვიდრე ქუჩებში ავტომობილის პირველი მფლობელი გამოჩნდება, „ლექსუს თბილისის“ გენერალური დირექტორი ლაშა ლომიძე გვიამბობს, თუ რა სეგმენტზეა გათვლილი UX 200 და რა უნდა ვიცოდეთ „ლექსუსის“ ბრენდის ახალ პროდუქტზე:

UX 200-ი ბრენდის განსაკუთრებული ზრუნვისა და სიამაყის ობიექტად იქცა, რადგან ის ჩვენი დიდი ოჯახის ყველაზე ახალი წევრია და ამასთან, ჩვენი პირველი პროდუქტია, რომელიც ახალგაზრდა სეგმენტზე არის გათვლილი. ზოგადად, ყველა პრეზენტაცია კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებზე, ძველი მოდელის ახლით ჩანაცვლება ხდება, UX 200-ი კი „ლექსუსისთვის“ სრულიად ახალი ტიპის მოდელია, რომლის საშუალებითაც, როგორც გითხარით, ბრენდის მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის შემცირება გადავწყვიტეთ. ლექსუსის დიზაინერების მთავარი ამოცანა იყო, შექმნილიყო ავტომობილი, რომელიც არცერთ არსებულ მოდელს დაემსგავსებოდა – სწორედ ასეთია UX 200. ზოგადად, „ლექსუსის“ საავტომობილო ინდუსტრიის კონცეფცია გულისხმობს, რომ ბრენდის პროდუქტი ყურადღებას შორ მანძილზეც უნდა იპყრობდეს და ავტომობილის მფლობელის განსხვავებულობას, გემოვნებასა და სტილს უსვამდეს ხაზს. ახლაც ასეთი ამბიციური და აბსოლუტურად თავდაჯერებული განაცხადით ვიწვევთ შოუ-რუმში ახალგაზრდებს – სწორედ მათ, რომლებსაც კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია კომფორტი და ამავდროულად, გამორჩეული სტილის სინთეზი.

გარდა UX 200-ის გამორჩეული დიზაინისა და დინამიკური მახასიათებლებისა, ავტომობილი განსაკუთებულია მისი უსაფრთხოების კონცეფციითაც.

ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა სეგმენტისთვისაც მნიშვნელოვანია ის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება, რომლითაც „ლექსუსის“ ბრენდი წლებია გამოირჩევა. „Seat-in-control“-ის კონცეფციის მეშვეობით, UX-ი მძღოლს ხელს უწყობს, გზასთან უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეს. საერთოდ, UX 200-ის  შექმნისას ბევრი დეტალია გათვალისწინებული. ის იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ურბანულ გარემოში ცხოვრობს, სადაც მოძრაობა გადატვირთულია და პარკირებაც პრობლემას წარმოადგენს, თუმცა გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლას მაინც ახერხებს. ახალი პლატფორმისა და საკიდარის წყალობით, UX უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას უგზოობის პირობებშიც. ამ ყველაფერს ემატება Lexus Safety Sense – რომელიც უსაფრთხოების  ყველა აქტიური თუ პასიური სისტემის ერთობლიობას წარმოადგენს. ის ეხმარება მძღოლებს გზებზე არსებული საშიშროებების აღქმაში და, შესაბამისად, ამცირებს შეჯახების რისკს და მანქანის მართვას უფრო კომფორტულს ხდის.

ასე რომ, ვიმეორებ, ვისაც უსაფრთხოების, კომფორტისა და თანამედროვეობის მნიშვნელობა ესმის, UX 200 სწორედ მათთვისაა შექმნილი. მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ტესტ-დრაივის სერვისით და თავად დარწმუნდნენ Lexus UX-ის უპირატესობებში.

 

Lexus UX 200 - პრეზენტაცია

Lexus UX 200 – პრეზენტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი